რიონის ხეიობის მცველის ვარლამ გოლეთიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს გამოძიება იმიტომ დაიწო, რომ ხმაური აწუხებთ და ახლა მიზეზებს ეძებენ.
“რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელზე-ცდილობენ ასეთი უსუსური მეთოდებით შეაჩერონ ეს პროტესტი. როდესაც ხელს ურტყამს ადამიანი, ვერ დააზიანებს. ხმაური აწუხებთ, სინამდვილეში ეს არის ამის საფუძველი, ხმაურით წუხდებიან”,- ამბობს გოლეთიანი.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.