ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუსელიანი: ჯებირი, რომელიც არ შეიძლება იდგას, იმის დაზიანებაზე შედავება ცოტა აბსურდულად მეჩვენება

რიონის ხეობის ერთერთი მცველის, მარიტა მუსელიანის თქმით, წარმოუდგენელია ჯოხის მირტყმით რკინის გადაღუნვა. ამის შესახებ მან TV პირველთან განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად ამ თემაზე საუბარი მიუღებელია.

“ჯებირი, რომელიც არ შეიძლება იდგას, იმის დაზიანებაზე შედავება ცოტა აბსურდულად მეჩვენება. კიდევ ერთი ეჭვი მაქვს, საერთოდ საკითხავია აქციის მონაწილეებმა გადმოკეცეს თუ არა ეს რკინის ჯებირი, რადგან მე თვითნ შევესწარი, რომ უთხრეს ფეხი არ მიარტყაო და ხელი მიარტყითო, საერთოდ თავის მართლება გამომდის ახლა მაგრამ არაუშავს იყოს, ასე, წარმოუდგენლად მიმაჩნია ჯოხის მირტყმით რკინის გადმოღუნვა”,- ამბობს მარიტა მუსელიანი.

შეგახსენბთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამახვანში რკინის ჯებირის დაზიანებისთვის გამოძიება დაიწყო. რიონის ხეობის მცველები თბილისიდან გუმათში გუშინ დაბრუნდნენ და რკინის ბარიკატები კვლავ აღმართული დახვდათ. ხეობის მცველები მთელი ღამის განმავლობაში თავიანთ პროტესტს ბარიკადებზე ხელების ბრახუნით გამოხატავდნენ.

იტვირთბა....