გირჩის ერთერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, ამ ეტაპზე ფრაქციის შექმნაზე ვნებას ვერ განიცხდის. ამის შესახებ ხვიჩია პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
“რომ გითხრათ, რომ დიდი ვნება გვაქვს ფრაქციის შექმნის ამ წუთას-მეთქი, მთლად ასეც არ არის, მაგრამ თუ მოგვცემდნენ საშუალებას, რატომაც არა. სამი რომ ყოფილიყო, სიამოვნებით შევქმნიდით, მეოთხე სად ვიპოვოთ? თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ. სამი ყოფილიყო. ესე იგი არ მოურგიათ ჩემთვის და ცოტა ნაწყენი ვარ, თუ პატივისცემა იყო, ბარემ სამი ექნათ”,- ამბობს ხვიჩია.