ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული ხელშეკრულების რატიფიცირება ბელგიამაც მოახდინა

“კარგი ამბავია ბრიუსელიდან. ბელგია, რომელიც იყო 28-ე ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელსაც რატიფიცირება არ ჰქონდა დასრულებული ასოცირების ხელშეკრულების, დაასრულა ეს პროცესი.” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცრება ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 27-მა ქვეყანამ განახორციელა. ერთადერთი ქვეყანა ბელგია იყო დარჩენილი. ამ ეტაპზე საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28-ვე ქვეყანამ მოახდინა.

 

იტვირთბა....