აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანისთვის გადაცემული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმა ერთ-ერთი იდეაა და ტრამპს ოფიციალურად არ დაუმტკიცებია – CNN

ირანისთვის გადაცემული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმა ერთ-ერთ იდეას წარმოადგენს და დონალდ ტრამპს ოფიციალურად არ დაუმტკიცებია, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა და თეირანმა შუამავლების მიერ შემუშავებული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმა მიიღეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იგი ოფიციალურად არ დაუმტკიცებია.

„ეს ბევრი იდეიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ და ირანი ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის პირობებს განიხილავდნენ თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში ნაწილობრივი შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა, ეს უკანასკნელი მცდელობა ერთადერთი შანსია ომის დრამატული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

იტვირთბა....