ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავა: ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან იმედიან საქართველოში

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და უსურვებს ეკონომიკით გაძლიერებულ ქვეყანაში ცხოვრებას.

მისი თქმით, საქართველო არის იმედიანი ქვეყანა.

“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან იმედიან საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც რეფორმების შედეგად, რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების შრომის შედეგად, ნიჭიერების შედეგად უკვე რამდენიმე წელიწადში 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე. 30 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ, ყოველი შემთხვევისთვის ცხოვრების დონით არ უნდა ჩამოუვარდებოდეთ ევროკავშირის სახელმწიფოებს”,- ამბობს თურნავა.

დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

იტვირთბა....