გირჩის ლიდერის ვახო მეგრელიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძეს მხარს არ დაუჭერს, რადგან მისთვის მიუღებელი კანდიდატია. ამის შესახებ მეგრელიშვილმა კავკასიის ეთერში განაცხადა.
“ნული შანსი აქვს ზურაბ ჯაფარიძეს, ეგ ხომ ზღაპარია. ჩვენ ზოგადად ისეთი ხალხი ვართ, რომ ვისაც ვის უნდა, იმას უჭერს მხარს, ჩვენ ერთმანეთს არ ვეუბნებით, იმას დავუჭიროთ თუ ამას. მე პერსონალურად ზურას არ დავუჭერ მხარს არავითარ შემთხვევაში, იმდენად მიუღებელია”,- ამბობს მეგრელიშვილი.