ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ვისაც საცობში მოუწია ყოფნა, ქვეყნის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა

რიონის ხეობის ერთერთი მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თბილისის ქუჩებში პიკეტირების გამო საცობების შექმნისთვის ბოდიშსაც მოიხდის, მაგრამ ფიქრობს, რომ ნახევარი საათით დაყოვნება ამ შემთხვევაში ქვეყნის რეალურ განვითარებაში აგურის დადებას ჰგავს.

“ჩვენ გვიკვირს, როცა ერთის მხრივ ადამიანი ამბობს, იმას რომ  აქ სახელმწიფო ინტერესია დათმობილი ამ ხელშეკრულებაში და მეორე მხრივ პრობლემად აღიქვამს იმას, რომ  რაღაცა შეიძლება გადაიკეტოს იმის გამო, რომ კიდევ მეტად  გავაგებინოთ საზოგადოებას თუ რა ხდება. ამ ნაწილში ბოდიშსაც მოვუხდით, მოსახლეობას თუ ვინმე შეწუხდა, მაგრამ ეს სინამდვილეში თითოეულ ჩვენგანს ეხება და ჩვენ ამას 210 დღეა ვაცნობთ საზოგადოებას. დამერწმუნეთ რომ იმ უბრალო შეჩერებით, ნახევარი საათი რომ შეჩერდა მანქანით, აგური დადო ქვეყნის რეალურ განვითარებაში. ამით მან დაიცვა ეროვნული და პირადი ინტერესი”,- ამბობს გოლეთიანი.

შეგახსნებთ, რომ რიონის ხეობის მცველების პროტესტი უკვე მესამე დღეა თბილისში რესპუბლიკის მოედანზე იმართება. მათ წამოაყენეს მოთხვონები რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობიდან კომპანია ენკა უნდა წავიდეს, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ყველა იმ ადამიანის სისხლის სამართლებრივი საკითხი დადგეს, ვინც დოკუმენტს ხელს აწერს. ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას გარკვეული დრო მისცვა ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ ამ დრომდე არცერთი მოთხვონა არაა დაკმაყოფილბული მმართველი გუნდის მხრიდან.

 

 

იტვირთბა....