ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია დაფინანსებულია დიდი დანხებით, და ამ ყველაფრის უკან არის კომერციული ინტერესები.
“ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს არ აქვს მხარდაჭერა. თბილისის პარალიზება ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი მესიჯი, რომელმაც ვერ მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, რომ ისინი საკმაოდ დიდი ფულით არიან დაფინანსებულები, როდესაც დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯებ აქციაზე ეს იმას ნიშნავს რომ არის სერიოზული კომერციული ინტერესები და ასევე პოლიტიკური ინტერესებიც. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, როდესაც არის ასეთი დიდი მნიშვნელობის პროტესტი საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია”,- ამბობს კობახიძე.
შეგახსნებთ, რომ რიონის ხეობის მცველების პროტესტი უკვე მესამე დღეა თბილისში რესპუბლიკის მოედანზე იმართება. მათ წამოაყენეს მოთხვონები რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობიდან კომპანია ენკა უნდა წავიდეს, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ყველა იმ ადამიანის სისხლის სამართლებრივი საკითხი დადგეს, ვინც დოკუმენტს ხელს აწერს. ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას გარკვეული დრო მისცვა ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ ამ დრომდე არცერთი მოთხვონა არაა დაკმაყოფილბული მმართველი გუნდის მხრიდან.