ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სულაძე აქციაზე მყოფი სხვა რელიგიის წარმომადგენლების პატივსაცემად დიდი ჯვრის ტარებაზე უარს ამბობს

რიონის ხეობის ერთერთი მცველის, მაკა სულაძის თქმით, ჯვარი რომელსაც სულ თან ატარებდა, თბილისში გამართულ აქციაზე მყოფი სხვა რელიგიის წაემომადგენლების პატივსაცემად უარი თქვა.

“ის ჩემი არამხოლოდ რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და ჩემი სულკურთხეული დედის სიმბოლოა, მაგრამ თუკი გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა. გადავწყვიტე, რადგან თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია, მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ განმასხვავებელი ნიშანი ატაროს”,- თქვა მაკა სულაძემ.

შეგახსნებთ, რომ რიონის ხეობის მცველების პროტესტი უკვე მესამე დღეა თბილისში რესპუბლიკის მოედანზე იმართება. მათ წამოაყენეს მოთხვონები რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობიდან კომპანია ენკა უნდა წავიდეს, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ყველა იმ ადამიანის სისხლის სამართლებრივი საკითხი დადგეს, ვინც დოკუმენტს ხელს აწერს. ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას გარკვეული დრო მისცვა ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ ამ დრომდე არცერთი მოთხვონა არაა დაკმაყოფილბული მმართველი გუნდის მხრიდან.

იტვირთბა....