ახალი ამბები მთავარი ციტატა

გოლეთიანი: არ ვაპირებთ, ხელი შევუშალოთ 26 მაისის ღონისძიებას

[su_quote]რაც შეეხება 26 მაისს და თითქოს იმას, რომ ჩვენ ჩაშლას ვაპირებთ 26 მაისის. რა თქმა უნდა, არავინ გეგმავს, რომ ჩვენ გადავინაცვლებთ იქ და ღონისძიებას შევუშლით ხელს. ეს არ იყო ნაგულისხმევი ჩემს სიტყვებში, რასაც მოჰყვა დიდი სპეკულაცია, რომ თითქოს ხელს ვუშლით რაღაც ღონისძიების ჩატარებას. აქ საუბარია უბრალოდ იმაზე, რომ როდესაც ხელისუფალი ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს თმობს, ვის სასარგებლოდ, ეს ჯერ კიდევ გაუგებარია და არ არის ეროვნული ინტერესების გამტარი, არ ითვალისწინებს სახალხო ნებას, უბრალოდ გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს ამ ჩინოვნიკის მოსასმენად კონკრეტულად თავისუფლების მოედანზე ადამიანი. თუ აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ პრეტენზია გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელიც აფორმებს ისეთი ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც თმობს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა გვინდოდეს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას ამ ადამიანების მოსმენა. ჩვენ არ ვაპირებთ, ხელი შევუშალოთ 26 მაისის ღონისძიებას[/su_quote]

აღნიშნული განცხადება ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა. გუშინ, 24 მაისს გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ მათ აქციაზე მისულიყვნენ.

იტვირთბა....