ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვასაძე ნამახვანზე: გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს სახალხო რეფერენდუმი

ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ, განაცხადა რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით ჩატარდეს სახალხო რეფერენდუმი.

მისი თქმით, ამ რეფერენდუმს ცესკოში დაარეგისტირებს.

“ჩვენ გამოვდივართ, ინიციატივით, რომ ჩატარდეს სახლსახო რეფერენდუმი — ხალხის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი, კომპანია ენკასთან გაფორმბული ხელშეკრულების მიხედვით. მოგეხსენებათ რეფერენდუმს მკაცრი მეთოდოლოგია, ჩვენ როგორც საინიციატივო ჯგუფი უნდა მივიდეთ დავრეგისტრირდეთ ცესკოში, შევიტანოთ ეს განაცხადი აი ამ მარტივი ფორმულირებით”,- ამბობს ვასაძე.

ვასაძის თქმით, იმ რაოდენობის ხელმოწერები შეგროვდება, რომ ეს საკითხი პარლამენტში იყოს განხილული.

“ჩვენ დავფიქრდით იმაზეც, ქვეყანას როგორ ავაცილოთ დამატებითი ხარჯები და საორგანიზაციო დანახარჯები ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ეს არ არის რიგითი საინვესტიციო პროექტი. დიდი ხანია, გასცდა რიონის ხეობის მასშტაბებს, გადავიდა სახალხო მასშტაბში და ნამდვილად იმსახურებს სახალხო აზრის გამოხატულებას. დავფიქრდით, მივედით დასკვნამდე, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების მარტივი გზა იქნება მისი დაწყვილება ადგილობრივ არჩევნებთან. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად იდება დამატებითი ბლანკი, რომელზეც დაწერილია შეკითხვა, ხართ თუ არა თანახმა, რომ „ნამახვანჰესი“ აშენდეს კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად – კი ან არა. არავითარ დამატებით ხარჯებს ეს არ წარმოადგენს, გარდა ქაღალდის დანახარჯისა, მოსალხეობასაც არ მოუწევს ზედმეტად საუბარი. ამით ჩვენ მარტივად გადავჭრით ამ საკითხს”,- ამბობს ვასაძე.

შეგახსნებთ, რომ რიონის ხეობის მცველების პროტესტი უკვე მესამე დღეა თბილისში რესპუბლიკის მოედანზე იმართება. მათ წამოაყენეს მოთხვონები რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობიდან კომპანია ენკა უნდა წავიდეს, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ყველა იმ ადამიანის სისხლის სამართლებრივი საკითხი დადგეს, ვინც დოკუმენტს ხელს აწერს. ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას გარკვეული დრო მისცვა ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ ამ დრომდე არცერთი მოთხვონა არაა დაკმაყოფილბული მმართველი გუნდის მხრიდან.

იტვირთბა....