ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, რიონის ხეობის მცველების მოთხოვნები ეწინააღლდეგება ეროვნულ ინტერესებს.
გუშინ ნამახვანჰესისი საწინააღმდეგო აქციაზე, ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნაცვლად აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
“პროტესტის ასეთ ფორმატზე გადასვლა ბევრ ეჭვს აჩენს პოლიტიზირებაზე და ზოგადად იმ ემოციასთან დაკავშირებით, რომელიც აი ამ პატრიოტულ თემას ავლებს ერთის მხირივ და მეორეს მხრივ, ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება მათ შორის, თუნდაც 26 მაისის ბლოკირებით ან ხელშეშლით”,- ამბობს გია ვოლსკი.
შეგახსნებთ, რომ რიონის ხეობის მცველების პროტესტი უკვე მესამე დღეა თბილისში რესპუბლიკის მოედანზე იმართება. მათ წამოაყენეს მოთხვონები რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობიდან კომპანია ენკა უნდა წავიდეს, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ყველა იმ ადამიანის სისხლის სამართლებრივი საკითხი დადგეს, ვინც დოკუმენტს ხელს აწერს. ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას გარკვეული დრო მისცვა ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ ამ დრომდე არცერთი მოთხვონა არაა დაკმაყოფილბული მმართველი გუნდის მხრიდან.