მხოლოდ იმიტომ რომ ბანკი გთავაზობთ, არ ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა აიღოთ
ეს ალბათ განსაკუთრებით ქართველ მომხმარებელს ეხება. შეღავათიანი აქციები, სესხები, დამატებითი აპლიკაციები… გარდა იმისა, რომ ბანკს მომსახურებაში საბოლოო ჯამში, ბევრი თანხა მიაქვს, მაცდური შემოთავაზებების მიღება, ხშირ შემთხვევაში, ისევ თქვენს საფულეზე მოქმედებს უარყოფითად. ამიტომ დაფიქრდით – რომ არა ეს შემოთავაზება, თქვენი ფინანსური გეგმები როგორ წარიმართებოდა?
სიმდიდრის დაგროვება თქვენზეა დამოკიდებული
1200 მდიდარი ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ყველა მათგანი საკუთარ პასუხისმგებლობაზე იღებდა გამდიდრებას და არავის აკისრებდა ვალდებულებას მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე. ეს ნიშნავს, რომ სიმდიდრე დამოკიდებულია არა მთავრობაზე, მემკვიდრეობასა თუ სხვა შემთხვევით ფაქტორებზე, არამედ-მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე.
ვერანაირ სიმდიდრეს დააგროვებთ, სანამ არ გეცოდინებთ თქვენი ფული სად მიდის
მნიშვნელობა არ აქვს ხარჯი მცირეა თუ არა, საღეჭ რეზინს ყიდულობთ, თუ სამგზავრო ფულს იხდით. უნდა იცოდეთ რამდენს ხარჯავთ და რაში. ეს არის ფინანსური დაგეგმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
თქვენ უნდა გახვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან
წარმატება რისკს შეიცავს და უნდა გარისკოთ თუ სიმდიდრის დაგროვება გსურთ. აქ საუბარი არ არის აზარტულ თამაშებზე. საუბარია გონივრულ, გათვლილ და საჭირო რისკზე.
რისკია, თუნდაც საკუთარი ბიზნესის დაწყება, მაშინ, როცა ამას პირველად აკეთებთ. მაგრამ ქმედებას მოაქვს ცოდნა და თუ არ დაიწყებთ, არასდროს გეცოდინებათ.
ფულის შენახვა სიმდიდრის დაგროვების მხოლოდ ნახევარი მიზეზია
ფულის შენახვა აუცილებელი პირობაა სიმდიდრის დაგროვებისთვის. შემოსავლიდან გარკვეული თანხის გადადება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაირი შედეგი არ ექნება ამ შენახულ ფულს, თუ მათ სწორად ინვესტირებას არ მოახდენთ. შეინახეთ და დააგროვეთ ფული იმისთვის, რომ შემდეგ ის იმ საქმეში ჩადოთ, რომელიც უფრო მეტ ფულს მოგიტანთ.
არასდროს არის ადრე საპენსიო დანაზოგის გაკეთება
არათუ ზრდასრულს ასაკში, მოზარდობიდანაც თუ დაიწყებთ სამომავლო სიბერეზე ზრუნვას, თუნდაც მცირე თანხით, ძალიან კარგი იქნება. გადადეთ თქვენი თანხა საპენსიო ასაკისთვის.