[su_quote]მახსოვს, 2006 წელს, ოპოზიციის აქციაზე გაისმა მოწოდება, აღლუმი ჩავშალოთო და ვთვლიდი, რომ ძალიან არასახელმწიფოებრივი განცხადება იყო. დღესაც იგივეს ვფიქრობ. მე რომ გავდიოდე რუსთაველზე, აუცილებლად წავიდოდი აღლუმზე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში – აღლუმი, კონკრეტული თარიღები, სიმბოლიკები ხელუხლებელია. ვერანაირი აქცია ვერ იქნება დამოუკიდებლობის დღის საპირწონე[/su_quote]
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის მოწოდებას, რომ საზოგადოება 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდეს.