სირცხვლიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი დღეს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ინციდიენტს გამოეხმაურა, მისი თქმით, დღევანდელი ბარკერის აქციიდან გაყვანა არის ქარს გატანებული მოქალაქეების სოლიდარობა.
“ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელებ მეგობრებს და როგორ გავაგრძელოთ ახლა? ჩაგიდგე ჯიბრში? გავხდე მეც ბნელი? არა ძმაო, პოლიცია რომ მოვა შენს გასაწევად, იცოდე პირველები ზუკა და მანქი მოვლენ!!! შენამდეც ვიდექით ჩაგრული მოქალაქეების გვერდით და შენს შემდეგაც იგივეს ვაპირებთ! მე ვიცი რას ნიშნავს 300 დღე ქუჩაში დგომა და ძალიან მწყდება გული, ეგრე ქარს რომ ატან მართალი მოქალაქეების სოლიდარობას”,- წერს მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს აქტივისტი სალომე ბარკერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ლგბტქ+ სამკლაურით მივიდა, რა დროსაც ჰომოფობიური ძალების წარმომადგენელმა მას მოსთხოვოს რომ წასულიყო და სამკაური მოეხსნა.