ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ვიწყებთ მსვლელობას მშრალი ხიდის მიმართულებით, სადაც გზას გადავკეტავთ

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, 4 საათზე მშრალი ხიდის მიმართულებით დაიწყება მსვლელობა, სადაც გზის გადაკეტვა აქვთ დაგეგმილი.

“ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ველოდებოდით პარლამენტის თვმჯომარისგან კომუნიკაციას და ეთქვათ რა ჰქონდა სათქმელი ჩვენთვის, როცა სიტყვა დავასრულე თავად გავედი კომუნიკაციაზე, უბრალოდ ვუთხარი რა სათქმელიც ჰქონდათ ეთქვათ ჩვენთვის, არანაირი კომუნიკაცია მათგან არ არის და ახლა ჩვენ არც არანაირი მოლოდინი არ გვქონია, ჩვენ არ ვაპირებთ რევერანსები ვაკეთოთ იმისთვის რომ გაგვცენ პასუხი, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო გეგმა.

4 საათზე დავიწყებთ მსვლელობას რედიოსნის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, გაგვიძღვება მანქანა რომელზეც იქნება დამონტაჟებული აპარატურა და გავყვეთ ამ მოძრაობას. მშრალ ხიდზე, სადაც გადაიკეტება მოძრაობა ჩვენგან, იქ კიდევ მივმართავთ სიტყვით და მკაფიოდ ვიტყვით ჩვენს პოზიციებს. გვინდა მოვუწოდოთ მთელი ამ ისტერიის ფონზე, განსაკუთრებით თბილისის მოსახლეობას, რომ ნუ ავყვებით და შვეყვებით ხელისიუფლებას ამ ნარატივში, დავდგეთ ერთმანეთის გვერდზე, ხალხმა უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ყველანაირი ნიშნის გარეშე”,- ამბობს  გოლეთიანი.

იტვირთბა....