ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე სინოვაკზე: დარწმუნებული ვარ, ავტორიზაციის შემდეგ მისი პოპულარობა მეტი იქნება

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანმოს დასტურის შემდეგ, სინოვაკზე პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.

“ჯანმოს პირველადი შეფასება იყო საკმაოდ დადებითი, რომელიც მაისის დასაწყისში გამოქვეყნდა და სწორედ მათ ვებგვერდზე ნახავთ, რომ სინოვაკის ავტორიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება მაისში უნდა იყოს მიუღებული. ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, მისი ეფექტურობა მერყეობს 50%-დან 90%-ის ფარგლებში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმოს დასტურის შემდეგ სინოვაკზე პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება”, — განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....