ნამახვანჰესისი აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ რადგან მთავრობას აქვთ მათთვის სათქმელი წავიდნენ და მოუსმინონ.
“ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შემოგვთავაზა, რომ მივსულიყავით და მოგვესმინა, ჩვენ ახლა შეგვიძლია დავიძრათ პარლამენტის მიმართულებით, შემოვუაროთ შენობას უკანა მხრიდან თუ სურვილი ექნება ბატონ თავმჯდომარეს გამობრძანდეს და ჩვენ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას, არ იყოს შეძახილი ეს ჩვენ არ გვჭირდება არაფერში, მშვიდობიანად დავდგეთ ყველა ერთდ და მოვისმინოთ რა აქვთ მათ სათქმელი თუ ამაზე თქვენც თანახმა ხართ”,- ამბობს გოლეთიანი.
მანვე აღნიშნა, რომ ეს არ იქნება დიალოგის სახის, რადგან ისინი არ აპირებენ მათთან დიალოგში შესვლას. გოლეთიანმა ეს გადაწყვეტილება აქციაზე მყოფ ადამიანებთან ერთად მიიღო.