ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ნამახვანჰესის პროტესტანტების მოთხოვნას გამოეხმაურა და ამბობს, რომ ნამახვაჰესის პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამაში დარწმუნებული, რომ არ იყოს დღეს აქ არ იქნებოდა.
“რაც შეეხბა მათ მოთხვონას, ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით, მე იმას ვიტყვი, რომ ერთ წამითაც ეჭვი რომ მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებობაზე და ეს პროექტი, როგორც სხვა ადგილობრივ გენერაციის პროექტები ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე აქ თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებით მოწოდება არ დამჭირდებოდა”,- ამბობს თურნავა.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესისი მოწინაღმდეგეებმა გუშინ თბილისში აქცია გამართეს და მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს. ისინი ითხოვენ, რომ შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი, გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.