ჯანდაცვა

3 რჩევა უკეთესი სხეულისთვის

დიეტებს მუდმივად იცავთ, მაგრამ შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობა და ორმაგად მომატებული წონა გაქვთ? ფიქრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი იმდენად რთულია, რომ მას მუდმივად ვერ გააგრძელებთ? წარმოგიდგენთ business insider-ის მიერ გამოქვეყნებულ სამ რჩევას, რომელიც დღის დასაწყისში, საუზმემდე განსახორციელბელ ჩვევებს მოიცავს. ისინი დაგეხმარებიან სხეულის ფორმის და ჯანმრთელობის გაუმჯობესება-შენარჩუნებაში.

3,  საუზმემდე -ჭიქა წყალი, საუზმეზე- მწვანე ჩაი

საუზმემდე, გაღვიძებისთანავე დიდი ჭიქით ცივი წყალი მიირთვით. ეს მეტაბოლზიმს აუმჯობებსებს.  საუზმეზე კი ყავის ნაცვლად მწვანე ჩაის მიღება, როგორც გამოფხიზლებაში, წონის კლებასა და შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ, რადგან მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს და იმ ინგრედიენტებს, რომელიც ცხიმის წვას ხელს უწყობს.

2, იოგას 30 წუთი

იოგა ყველაზე მარტივი და ამავდროულად სასიამოვნო ვარჯიშია. ერთი შეხევდით, მას წონის კლებასთან საერთო არ უნდა ჰქონდეს, თუმცა  მისი ყოველდღიური გამოყენება, მითუმეტეს, საუზმემდე, ძალიან დიდ ეფექტს მოგცემთ, როგორც წონის კლებასთან, ასევე ფსიქოლოგიის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

1, დაგეგმეთ თქვენი საუზმის მენიუ

მენიუს დაგეგმვით თქვენ ჯანსაღი და სწორი საკვების მიღებას შეძლებთ. საუზმის რაციონი შეიძლება იყოს ნოყიერი, მათ შორის, შეიცავდეს მცირე რაოდენობით შოკოლადს. საუზმის რაციონში შეიტანეთ პროტეინი და ბურღულეული.

იტვირთბა....