ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანის, თქმით პრემიერმინისტრის განცხადება არის არაადეკვატური შეფასება.
“საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ ვაი პატრიოტები და ჩვენ არ გვინდა ქვეყნის განვითარება ან გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე ჩვენ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება”,- ამბობს გოლეთიანი.
რამდენიმე წუთის წინ, პრემიერმინისტრმა პროტესტანტების მოთხოვნებს ულტიმატუმი უწოდა და ბნელ 90 წლებს შეადარა.