ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი ნამახვანის პროტესტზე: ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე ამბობს, რომ ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი, რაც მიუღებელია.

“ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი და კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი პერიოდი, როცა ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი სპეციალისტი ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ, მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ იმ დროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, დავკარგეთ მიწა-წყალი.

მე მინდა, ყველა ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში, ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესისი მოწინაღმდეგეებმა გუშინ თბილისში აქცია გამართეს და მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს. ისინი ითხოვენ, რომ შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი,  გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში,  თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

იტვირთბა....