[su_quote] დაიღალა ხალხი ამდენი კიწი-კოწით, რაღაცას ზღვარი ხომ აქვს?! აღარ აქვს გაჭიანურებას აზრი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. დავასრულოთ ეს დავა დროულად, შეუერთდნენ შეთანხმებას, – სწორი იქნება ეს ქვეყნისთვის, მათთვისაც, [ნაციონალური მოძრაობისთვის], როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი დასავლური რეპუტაციისთვის. უნდა ჩავერთოთ ყველანი იმ ინტერესების დაცვაში, რაც დღეს ხალხს აქვს [/su_quote]
ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.