ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მხარი დაუჭირეს პოლიტიკურ შეთანხმებას ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ.
ევროკავშირის ინფორმაციით, სერტიფიკატები ძალაში პირველი ივლისიდან შევა.
სერტიფიკატი იქნება როგორც ციფრულ, ასევე ბეჭდურ ფორმატში. დოკუმენტში მოცემული იქნება ინფორმაცია, რომ ევროპაში მოგზაურობის მსურველს გაკეთებული აქვს ვაქცინა, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.