ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბრამიშვილი: მსოფლიო ბანკმა დაადასტურა, რომ ნამახვანი უნდა განხორციელდეს

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილის, თქმით, ნამახვანჰესის პროექტი არის ბოლომდე შესწავლილი და მსოლიო ბანკისგან დადასტურებული, სტრატეგიული პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს.

ამის შესახებ აბრამიშვილმა, TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“მე ამოვბეჭდე სპეციალურად, სულ არის ამ სტრატეგიაზე საუბარი. მსოფლიო ბანკის გაკეთებული 2007 წელს  სტრატეგიული გარემოს დაცვითი დოკუმენტი რომლის მიხედვითაც ნამახვანი საკმაოდ პოზიტიურად შეფასებული. ის რომ მთავრობამ რამე გადაწყვიტა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მსოფლიო ბანკმა დაადასტურა, რომ ნამახვანი არის ის სტრატეგიული პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს”,- ამბობს გიორგი აბრამიშვილი.

იტვირთბა....