პლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, ახლა ოპოზიციის წევრები ისე ჩართნენ პარლამენტის ამბებში თითქოს პრეისტორია არ ჰქონია ამ ამბავს. ამის შესახე ხუხაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
“პარლამენტში შესული პარტიები ისეთი ხალისით ჩაერთნენ ამ ამბებში, თითქოს არანაირი პრეისტორია არ ყოფილა. ის 6 თვე რას აკეთებდნენ, რატომ იყვნენ ქუჩაში, თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა? შესულიყვნენ პირველივე დღიდან”,- ამბობს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიციის მორიგი სიბრიყვე იქნება, თუ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამართულ კამპანიაში მთავარ სამიზნედ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიას და ლევან ვასაძეს ამოიჩემებენ.