საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტი ფოსტალიონის როლში არ უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს პირადი პასუხისმგებლობა.
ამის შესახებ ქადაგიშვილმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ცესკო-ს პროფესიული წევრების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
“პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფოსტალიონის როლში, მას უნდა ჰქონდეს თავისი პირადი პასუხისმგებლობა ცესკო-ს პროფესიული წევრების მის მიერ წარდგენილ სიაზე”,- ამბობს ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული, არჩევნების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა მოხდება.