საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული, არჩევნების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა მოხდება.
“მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც, საბოლოო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ 73 ოლქი გვაქვს, გამოდის 365 უბანი, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%. ხვდებით ყველა, რომ უდრის არჩევნების სრულად გადათვლას, ვინაიდან, ძალიან დიდი რეპრეზენტატულობა აქვს ამ რიცხვს. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი მექანიზმი ჩაიდო, ორი დატვირთვა აქვს ამ მექანიზმს – ერთი, რა თქმა უნდა, ეს არის კონტროლი, თუმცა არანაკლებ და შეიძლება უფრო დიდი ეფექტი, ეს არის პრევენციის ეფექტი”,- ამბობს პაპუაშვილი.