ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაფარიძე: თუ არ ხარ მამრობითი სქესის, ჰეტეროსექსუალი, მართლმადიდებელი — გიყურებენ ზემოდან

გირჩი მეტი თავისუფლებისთვის, ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში თუ არ ხარ მამრობითი სქესის, ჰეტეროსექსუალი, მართლმადიდებელი, გიყურებენ ზემოდან.

ზურაბ ჯაფარიძემ დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ეს განცხადება on.ge-ის ინსტაგრამ ლაივში თქვა.

“მე მჯერა, რომ სიმართლის ლაპარაკით გვარდება საბოლოოდ ეგეთი რაღაცები. სიმართლე არის ის, რომ ამ ქვეყანაში აზერბაიჯანელებს და არამხოლოდ აზერბაიჯანელებს მეორეხარისხოვან ადამიანებად თვლიან ვიღაცები. მარტო აზერბაიჯანელებზე არ არის ლაპარაკი რა. თუ არ ხარ მამრობითი სქესის ჰეტეროსექსუალი, მართლმადიდებელი და ა.შ, დანარჩენი, ვინც არ უნდა იყო, გიყურებენ ზემოდან და მათ შორის, ეს ყველაფერი არის წახალისებული ისევ და ისევ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან”,- ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძემ ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანა ან გადარჩება, როგორც მულტიეთნიკური, მულტიკონფესიური და ა.შ. და საბოლოო ჯამში ლიბერალური დემოკრატია იქნება, როგორც სისტემა, ან ვერ გადარჩება.

იტვირთბა....