ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სინოფარმით აცრილ ადამიანს ევროკავშირში შეუშვებენ. ამის შესახებ ტიკარაძემ, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
“სულ რამდენიმე დღის წინ ევროპაში ითვლებოდა, რომ ისინი ჩინური ვაქცინით აცრილ მოსახლეობას არ შეუშვებდნენ ევროკავშირში, თუმცა გუშინ უკვე გაჟღერდა სხვა განცხადება და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირიც, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია და აღიარება აქვს ჩინურ ვაქცინას, ეს მოქალაქეები დაიშვებიან ევროკავშირში”,- ამბობს ტიკარაძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ევროპის გამოცდილება.