ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში: საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა.

ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს დემოკრატიის კომპონენტში 100-დან 36%-ია. ქართული დემოკრატია კი 7-ქულიან სკალაზე 3.18 ქულით არის შეფასებული.

“საქართველოში, 2020 წლის ოპოზიციის ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნებზე და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებამ ნათლად აჩვენა ქვეყნის ბოლოდროინდელი რეფორმის მცდელობების დასრულება.

საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმასთან, რაც იყო ათწლეულის წინ, ვიდრე მოქმედი მმართველი პარტია მოვიდოდა ხელისუფლებაში საყოველთაო იმედგაცრუებისა და ავტოკრატიული ნიშნების ზრდის ფონზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....