ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცერცვაძის რეკომენდაცია: როგორ უნდა მოიქცნენ კოვიდგადატანილი ადამიანები

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კოვიდგადატანილმა ადამიანმა, რომელსაც აქვს სისუსტე აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, დაიდება კვლევების შედეგები და გვეცოდინება ზუსტად როგორ უნდა მოიქცნენ კოვიდგადატანილი ადამიანები.

“დაახლოებით ნახევარზე მეტს უვითარდებათ პოსტკოვიდური სინდრომი. ესაა სისუსტე, კუნთების ტკივილი, დაღლილობა. როგორ უნდა მოიქცნენ ახლა ეს პაციენტები? მანამდე სანამ კვლევის შედეგებს დავდებთ, ასეთმა პაციენტებმა, რომლებიც კოვიდის გადატანის შემდეგ რაღაცას უჩივიან, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართონ. უნდა მიმართონ, ან კოვიდ კლინიკებს, ან ოჯახის ექიმს. წამლები თავისი ნებით არ უნდა დალიონ, მაინც ოჯახის ექიმის რჩევით, ან ნევროპათოლოგის რჩევით უნდა მიიღონ. არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა არ შეიძლება”,- ამბობს ცერცვაძე.

იტვირთბა....