[su_quote]შეზღუდვების შემსუბუქება იქნება საყურადღებო ტესტი, თუ როგორ გავითავისეთ ის უნარები, რაც პანდემიის სწორად მართვისთვის და ჯანმრთელობის დასაცავად არის აუცილებელი. საკმარისი დრო გავიდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. გავიარეთ რამდენიმე ეტაპი, იყო სირთულეები. სამწუხაროდ, მსხვერპლის გარეშე ვერ გავართვით თავი ამ გამოწვევას, მაგრამ რომ არა თანმიმდევრულობა, ზიანი შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო… თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება, ეს კი პრაქტიკულად ყველა საქმიანობას მძიმე ტვირთად აწვება. პირბადის მოხმარება, ჰიგიენური წესების დაცვა, ფიზიკური დისტანცია, ვაქცინაციასთან ერთად, პანდემიასთან ბრძოლის უცვლელ იარაღად რჩება [/su_quote]
აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.