გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტია 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, კანონპროექტებს ამზადებს.
ხვიჩიას თქმით, კანონპროექტებს ექნება ის სულისკვეთება, რაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს აქვს.
„ჩვენ გვინდა, რომ ისევე როგორც ახლა ვღებულობთ კანონს 20 ივნისის ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბრისა და 26 მაისთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ზუსტად იმავე სულისკვეთება, რაც არის ქარული ოცნების კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავს კანონპროექტს მოვამზადებთ ამ ორ თარიღთან დაკავშირებით. ამის მიზანია შერიგება. შარლ მიშელის შეთანხმების მიზანია, შერიგება და ამ შერიგებისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ უფრო შორს წავიდეთ, მოვაწესრიგოთ ამავე სულისკვეთებით ისეთი თარიღები, რომელიც ასევე გვაწუხებს და ფაქტობრივად, არ გვაძლევს მოსვენებას, როგორც 20 ივნისი. ამ პროცესის დამთავრება თუ გვინდა, ყველა ასეთ თარიღთან დაკავშირებით უნდა დავამთავროთ, რომელიც რეალურად პრობლემაა ამ ქვეყნისთვის და ვერ ვაბიჯებთ“, – აცხადებს ხვიჩია.