ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო.
შუამდგომლობა აღნიშნულის თაობაზე დაცვის მხარემ დააყენა. მორიგი სასამართლო პროცესი 25 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა, რის შემდეგაც, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.