ახალი ამბები მთავარი სამართალი

საბერძნეთში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. რუსთავი 2 ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამოძიებულია ქურდობის 18 შემთხვევა,  მოპარული ნივთების საერთო ღირებულება კი, 190 000 ევროს აჭარბებს.

დაკავებულები ძირითადად პაგრატის, კაისარიანისა და ზოგრაფუს რაიონებს ძარცვავდნენ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დამნაშავეები ჯგუფურად მოქმედებდნენ და თითოეულ წევრს განსაზღვრული როლი ჰქონდა.

დაკავებულთა უმრავლესობას მსგავსი დანაშაულისთვის ბრალი ადრეც აქვს წაყენებული.

 

 

იტვირთბა....