ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Le Monde: მომავალი პრემიერი კვირიკაშვილი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომას ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Monde ეხმაურება.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც განაცხადა გადადგომის შესახებ. საქართველოში ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და ღარიბაშვილიც ერთი წლით ადრე გადადგა. 33 წლის პრემიერ-მინისტრი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია ევროპაში“. – წერს სტატიის ავტორი.

ფრანგული გამოცემა ღარიბაშვილის საფრანგეთში მიღებულ განათლებაზეც საუბრობს.

Le Monde-ის ინფორმაციით, მომავალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. რაც შეეხება მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“,  საერთაშორისო გამოცემა მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე  პარტიას დაბალი რეიტინგი აქვს.

იტვირთბა....