ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“ღარიბაშვილის ნათესავები აკრძალული მეთოდებით მებრძოდნენ”

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორ ელისო კილაძის განცხადებით, მასთან მიმართებაში ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. ამის შესახებ კილაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, პრემიერის ნათესავები შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც მას, ასევე მის ოჯახს, შვილებს და მეგობრებს.

კილაძე ასევე წერს, რომ ეს ბრძოლა უთანასწორო იყო, რადგან პრემიერის გარემოცვა მას აკრძალული მეთოდებით ებრძოდა.

„ბრძოლა იყო უთანასწორო. ექს-პრემიერის ნათესავებმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს:

“მოდიოდა სიბინძურის არნახული ნიაღვარი-შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემს ოჯახს, შვილებს, მეგობრებს, პირადად მე. იგონებდნენ ათასგვარ სისაძაგლეს, ჩემი ნარკოდამოკიდებულების  ჩათვლით, ეძებდნენ  კომპრომატებს, იქექებოდნენ ჩემს წარსულში. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი სახე არ დამეკარგა, ვცდილობდი ფაქტებით და არგუმენტებით მეპაექრა, ვამხნევებდი ჩემს მეგობრებს, მამხნევებდნენ ჩემი შვილები, უფროსი სულ მეუბნებოდა-დამიჭერენ? მერე რა დე, კაცი ვარ !!! დღეს ეს ყველაფერი წარსულია, მიუხედავად, ყველაფრისა – არ გავბოროტდი და მოვახერხე პირად ბოღმაზე მაღლა დადგომა. ყველაფერი ვიცი, იმაზე მეტიც, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. შურისძიების გრძნობა არა მაქვს, ჩემგან ვერ მოისმენთ ნიშნისმოგებით ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას.

მადლობა ყველას ვინც აქ და რეალურ სამყაროში მამხნევებდით, მადლობა “ქრონიკა პლუსის”-ის ძალიან მაგარ გუნდს, რომელსაც უპირობოდ სჯეროდა ჩემი სიმართლის.

მადლობა ერთ ძალიან მაგარ ადამიანს, რომელსაც ერთი წუთით არ მიუტოვებივარ ამ ბრძოლაში და ერთად ბევრი რამე გადავიტანეთ !!!” – წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან გადადგა. მას მიზეზებზე არ უსაუბრია.

იტვირთბა....