ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი აქციაში ვასაძის მონაწილეობაზე: სცენაზე არავინ დადგება ამ სახეებიდან

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, 23 მაისს დაგეგმილ აქციაზე ვასაძე სცენაზე სიტყვით ვერ გამოვა. ამის შესახებ გოლეთიანმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

“ჩვენთან სცენაზე არავინ დადგება ამ სახეებიდან, თუ ხალხში მრავალათასიან აქციაზე ვიღაც სადღაც მოვა, დადგება, შემოუერთდება და თავის პოზიციას დააფიქსირებს, ამაში არ ჩავერევით და ვერც ჩავერევით. გავაკონტროლებთ სიმბოლიკას, მოვუწოდებთ, ნუ იაქტიურებენ იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე აქტიურობს, ყველამ რომ იცოდეს თავისი ფარგლები”,- ამბობს გოლეთიანი.

შეგახსნებთ, რომ 23 მაისს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ.

ჰომოფობიური ძალების ერთ-ერთი ლიდერმა, ლევან ვასაძემ საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე მივიდოდა და დადგებოდა როგორც რიგითი ჯარისკაცი.

იტვირთბა....