ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგამოძიებო სამსახური: თბილისში სადეზინფექციო ხსნარებს აყალბებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში სადეზინფექციო ხსნარებს აყალბებდნენ.

უწყებაში ამბობენ, რომ ერთერთი კომპანია სარდაფში მოწყობილ საამქროში კუსტარულად ამზადებდა ყალბ სადეზინფექციო ხსნარებს და შემდეგ მას ყიდდა. დაფასოებული სადეზინფექციო ხსნარები კომპანიის ობიექტებიდან ამოღებულია.

“დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ქ. თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ახდენდა სხვადსხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და მის შემდგომ რეალიზაციას.

გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები”,- წერია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

იტვირთბა....