ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 334 705 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელდა 1 603 ადამიანი, ვირუსისაგან ჯამში, 315 254 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
კორონავირურისაგან 21 პირი გარდაიცვალა, სულ 4 540 ადამიანია დაღუპული.