ახალი ამბები ციტატა

ელისაშვილი: რაზე გვლანძღავენ ან ახლა რა ნამუსით შემოდიან? დარჩნენ ქუჩაში და იყვნენ, ხო მაგრები არიან

[su_quote] შესაბრალისიც არ არის, არარაობა არის გიგი უგულავა, რომელზეც არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ რისი თქმა მინდოდა ახლა მოკლედ, მტერს დაემართა ის, რაც ბოკერიას დაემართა… ასე დაემართება ყველას, ვინც არის ხალხის რეალურ პრობლემებს აცდენილი. მარტო ამრევი რომ ხარ, ურევ, ურევ, ნიჭიერი ამრევია, მაგრამ ეს ფუჭი ქმედებები არის ბუმერანგი, რომელიც აქეთ განგრევს და ხომ დაენგრა?! ყველას ურევდა ყველაფერს. როცა მხოლოდ პოლიტიკანობით ხარ დაკავებული, ცოდვა მადლიო, ურმით დადისო, წამოეწია ეს ურემი და დაემხო თავზე ყველაფერი. ერთი სული აქვთ შემოვარდნენ… რაზეც გვლანძღეს, იმას აკეთებენ ახლა. დაყენებული სახეებით გამოდიან და ისეთ რაღაცებს იძახიან, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით თვეების განმავლობაში და ყური არ გვიგდეს. ბოკერიას რომ იყვნენ აყოლილები, იმიტომ არაინ ახლა გაბანძებულები და თავჩაქინდრულები. რაზე გვლანძღავენ ან ახლა რა ნამუსით შემოდიან? დარჩნენ ქუჩაში და იყვნენ, ხო მაგრები არიან [/su_quote]

ამის შესახებ მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო  ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. 

იტვირთბა....