[su_quote]დღეში 1 500 ინფიცირებული ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ისევ ჩვენთანაა, არ გამქრალა, ეს რიცხვი საქართველოსთვის ძალიან დიდია. სავარაუდოდ, მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა და ეს იყო 5 მაისს, მაგრამ 1 500 ინფიცირებულის ფონზე, ქვეყანაში გვქონდეს 100 ათასი ვაქცინა და ჩვენ მას არ ვიყენებდეთ, ვფიქრობ ეს არასწორია. ამიტომ ჩვენ ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ და სასურველია რომ მომდევნო კვირას „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყოს[/su_quote]
ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ქრონიკას განუცხადა.