ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დაისაჯოს

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა მონაწილე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
ამის შესახებ ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”,- ამბობს ღარიბაშვილი.
იტვირთბა....