ოპოზიციონერი გიგი უგულავას თქმით, ტარიელ ნაკაიძიეს არ დაკარგავდა და პარტია ცოდოა მარტო ბოიკოტისთვის. ამის შესახებ უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
უგულავა ამბობს, რომ ნაკაიძე არის პარლამენტში პირველი მუსლიმი და მან თავის ოლქში კარგი შედეგიც დადო.
“როდესაც ბოიკოტი აღარ არის, როგორც ერთპარტიული პარლამენტია ცოდო საყურებელი, ისევე ცოდო საყურებელია ერთპარტიული ბოიკოტი. ევროპულ საქართველოს ძალიან ღირსეულად, კარგად და საინტერესოდ წარმოადგენდა პარლამენტში ტარიელ ნაკაიძე, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მუსლიმია, რომელიც საქართველოს პარლამენტშია არჩეული, მას ძალიან სპეციფიური ამომრჩეველიც ჰყავს და საკმაოდ კარგი შედეგიც ანახა თავის ოლქში, მთიან აჭარაში”,- ამბობს უგულავა.