ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბურჯანაძეს “ღარიბაშვილის ზღაპრების” არ სჯერა

“დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საკუთარი ნებით გადადგომაში ეჭვი შეიტანა. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა: “პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღით ადრე მთავრობის 3 წლის შეჯამებისას ლაპარაკობდა მხოლოდ წარმატებებზე. ის კმაყოფილი იყო თავისი და თავისი გუნდის მუშაობით და ახლა ზღაპრები იმასთან დაკავშირებით, რომ ამის შემდეგ ღარიბაშვილმა გადაწყვიტა გადადგომა, არავის სჯერა. თუ მოხდა ის, რომ ღარიბაშვილმა გაბედა და რაიმე თემაზე ბიძინა ივანიშვილს შეეკამათა, რასაც მოჰყვა მისი გადაყენება, ამით ღარიბაშვილი ჩემს თვალში მხოლოდ ამაღლდება. თუმცა, არ ვიცი რა დგას ამ ყველაფრის უკან, ამიტომ მარჩიელობას არ დავიწყებ“- განმარტა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. ახალი პრემიერის ვინაობა ჯერ უცნობია. კანდიდატად ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სახელდება.

 

იტვირთბა....