ირანის ხარგის კუნძულზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა, – ინფორმაციას Sky News-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედიის ცნობით, ხარგის კუნძულზე, რომლის გავლითაც ირანი მისი ნავთობის დიდი ნაწილის ექსპორტს ახორციელებს, რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და ისრაელმა ქალაქ კაშანში სარკინიგზო ხიდს დაარტყეს, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, აშშ-მა ხარგის კუნძულს გასულ თვეშიც დაარტყა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა, თუმცა კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიშები არ განხორციელებულა.

