წყალტუბოში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს. არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე დაკავებული არაა.