პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ, დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლეს აგინა და მონა დაუძახა.
გინების შემდეგ მოსამართლემ წულაია სასამართლოს შეურაცხყოფისთვის პროცესიდან გააძევა.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. წულაია ბრალს არ აღიარებს.